პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც პარლამენტში აღნიშნავენ, საქართველოს პარლამენტის სასახლეში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს.
„„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველ მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე, პლენარულ სესიაზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან