გიორგი ვაშაძე – დამიზნებით მესროლეს, რატომ ისვრიან, რა უნდათ? – ბიძინას ვეუბნები, არ შეგრჩება!

დამიზნებით მესროლეს. რატომ ისვრიან [გაზის კაფსულებს]? აი რა უნდათ? – ბიძინას [ივანიშვილს] ვეუბნები, არ შეგრჩება! საქართველო არცერთ შემთხვევაში არ იქნება შენი. საქართველო არის ქართველი ხალხის, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია-აღმაშენებლის” ლიდერმა მ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სპეცდანიშნულების რაზმები აქციაზე “პროვოკაციულად იქცევიან”.
“დამიზნებით მესროლეს. რატომ ისვრიან [გაზის კაფსულებს]? აი რა უნდათ? ხალხის ამ პროტესტს ვერ იტანენ. სპეციალური ჯგუფი ჰყავდათ, [ლევან ხაბეიშვილთან ერთად] ჩემს გადაცემასაც აპირებდნენ, მაგრამ კამერები იყო და ეტყობა მაგიტომ ვერ მოახერხეს. პროვოკაციულად იქცევიან, სპეციალურად მიჰყავთ ადამიანები იმისთვის, რომ პროვოკაცია მოაწყონ. მშვიდობიან მომიტინგეებთან რა გინდათ? აი, კითხვას ვსვამ. ეს ხომ ტოტალური უკანონობაა. ბიძინას [ივანიშვილს] ვეუბნები, არ შეგრჩება! საქართველო არცერთ შემთხვევაში არ იქნება შენი. საქართველო არის ქართველი ხალხის”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და უკანონო რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გიორგი რამიშვილის საქმის პროკურორი – როდესაც პირს ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული აქვს შენახვის უფლებით, დაცულ ადგილას უნდა იყოს შენახული – აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შემთხვევითობა პრაქტიკულად, გამორიცხულია