ზუგდიდში დააკავეს საპროტესტო აქციის ორი მონაწილე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა მოძრაობა “ახალის” წევრი მაია კალანდია და პარტია “დროას” წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა დააკავეს.
დაკავება მოჰყვა სიტყვიერ დაპირისპირებას, რომელიც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მოხდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
არასამთაბრობო სექტორის, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ზუგდიდის მერიასთან შეიკრიბნენ რათა გააპროტეატონ თბილოსში მიმდინარე მშვიდობიამი აქციის დარბევა. აქციის მონაწილეება მეერიის წინ მოტანილი აქვთ მონიტორი, სადაც დედაქალაქში მიმდინარე აქციას ადევნებენ თვალს.
ადგილზე მობილიზებულია პოლოცია.
“თბილისში მიმდინარე აქციის პარალელურად, სადაც ხელისუფლება სასტიკად უსწორდება მომიტინგეებს, ჩვენ შევიკრიბეთ და ვაპროტესტებთ ამ სისასტიკეს, რასაც სრულიად უკანონოდ იყენებს ხელისუფლება მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ”, – თქვა აქციაზე მყოფმა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელმა არჩილ თოდუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით

შალვა პაპუაშვილი – ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც – ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს

ირაკლი ზარქუა – რა სიგიჟეა, ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?! – თვითონ მეუღლე გამოვიდეს და თქვას, რა და როგორ იყო – ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა, კარგი საქციელია მისი მხრიდან, დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს