მიხეილ ყაველაშვილი: სიყალბეზე, რომელსაც ოპოზიცია მუდმივად ავრცელებს, ვინმემ ბოდიში მოიხადა?

ოპოზიციას არჩევანი დაუწუნა „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა და პარლამენტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით იხილება, მათ წარსული შეახსენა, ნაციონალურ მოძრაობასთან გარიგებაზე მიუთითა და ბოდიშის მოხდაც მოსთხოვა.

ს ბრალდების ადრესატები , თეონა აქუბარდია, გიორგი გახარიას თანაპარტიელები და აღმოჩნდნენ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, როცა რომან გოცირიძემ ცალ და ორ ფეხზე ხტუნვის განმარტება ითხოვა.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლება, როდესაც საუბრობს საქართველოს ინტერესებზე, ხშირად ამბობს, რომ ქვეყანა არ აპირებს სხვისი ინტერესების გასატარებლად ცალ ფეხზე ხტუნვას.

„ცალ ფეხზე ხტუნაობა“ ახსენა გია ბურჯანაძემ, რომელიც სახალხო დამცველის მოადგილე იყო და ბატონო რომან, მან პირდაპირ მიგვითითა – ევროკავშირი რომ გეტყვით ცალ ფეხზე იხტუნავეთ, უნდა იხტუნაოთ ერთი კვირაო.

ახლა თეონა აქუბარდიას მივმართავ – გირგვლიანს რომ ახსენებ, ბოდიში უნდა მოიხადო, იმიტომ, რომ ნაციონალებთან ერთად შემოხვედი პარლამენტში და იმ ძალასთან დგახარ დღეს, ვინც ეს საშინელებები ჩაიდინა.

ასევე შევახსენებ გახარიებს – თქვენ დღეს დგახართ ღალატის პარტიასთან. დღეს თქვენ ხართ გაერთიანებული ნაციონალებთან. გიორგი ვაშაძეს კი ვეტყვი, რომ ს ავადმყოფობაზე ოცდაშვიდმა ელჩმა დემარში მოუწყო ჩვენს იუსტიციის მინისტრს და მთელ მსოფლიოს მოსდეს სიყალბე, რომ კვდება ადამიანი და თუ არ გამოუშვებთ, ვერ მიიღებთ კანდიდატის სტატუსსო.

მივიღეთ თუ არა? ამ სიყალბეზე, რომელსაც ოპოზიცია მუდმივად ავრცელებს, ვინმემ ბოდიში მოიხადა?“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსი დეპუტატი „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე – ქართველ პარლამენტარებს უნდა მივულოცოთ, რომ შეძლეს თავიანთი პოზიციის დაცვა, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების მხრიდან მუქარის მიუხედავად

პაატა მანჯგალაძე ხელისუფლებას – როგორ შეიძლება ხელისუფლების ამოცანა ყოველდღიურად საკუთარი მოსახლეობის დაღლა, დაშინება და დეზინფორმირება იყოს – ამას ემსახურება თქვენი ყველა განცხადება