სალომე სამადაშვილი – ივანიშვილმა უარი თქვა ქართულ პასპორტზე, როცა ფრანგული პასპორტი აიღო და მას მოქალაქეობა სააკაშვილმა დაუბრუნა, რათა არჩევნებში მიეღო მონაწილეობა – შენ რა გითხარი ყოფილო პრეზიდენტო, რომ „ეფესბეს” პროექტს გზა გაუხსენი

შენ რა გითხარი ყოფილო პრეზიდენტო, მიშა სააკაშვილო, რომ ამ „ეფესბეს” პროექტს გაუხსენი გზა მცდარი გადაწყვეტილებით, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რითაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ „ბიძინა ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა წაართვა საქართველოს მოქალაქეობა, ხოლო სააკაშვილმა თავად დათმო მოქალაქეობა“.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა თავად თქვა უარი ქართულ პასპორტზე, როდესაც ფრანგული პასპორტი აიღო, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა კი დაუბრუნა.
„ბატონო ანრი, პასპორტზე ბევრს ლაპარაკობდით. ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ქართულ პასპორტზე, როდესაც აიღო ფრანგული პასპორტი და მას დაუბრუნა მიხეილ სააკაშვილმა პასპორტი, რომ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. შენ რა გითხარი ყოფილო პრეზიდენტო, მიშა სააკაშვილო, შენ მოგმართავ, რომ ამ „ეფესბეს” პროექტს გაუხსენი გზა ამ მცდარი გადაწყვეტილებით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ