მირიამ ლექსმანი – ივანიშვილის ბოლო განცხადებები უაღრესად სამარცხვინოა – დროა, ევროკავშირმა წერტილოვანი სანქციები შემოიღოს ამ ოლიგარქის წინააღმდეგ და საქართველო მისი კლანჭებიდან გაათავისუფლოს

დროა, ევროკავშირმა წერტილოვანი სანქციები შემოიღოს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამის შესახებ ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადებები უაღრესად სამარცხვინოა და მხოლოდ ხაზს უსვამენ მის მცდელობებს დაანგრიოს საქართველოს დემოკრატია და ევროპული მისწრაფებები.
დროა, ევროკავშირმა წერტილოვანი სანქციები შემოიღოს ამ ოლიგარქის წინააღმდეგ და საქართველო მისი კლანჭებიდან გაათავისუფლოს”, – წერს ლექსმანი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე იაკობი – ვისაც ავირჩევთ, ვალდებულები ვართ, ვაღიაროთ, ისე არ არის, წახვიდე და უცხოელებს უთხრა, „აბა, ლეგიტიმაცია შენ მომეცი“ – ვისაც გართობა უნდა ტელევიზორთან, გაერთოს, გადაწყვეტილებას კი, ღმერთთან ერთად, ჩვენ მივიღებთ

სასამართლოში, სადაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმეზე განაჩენი უნდა გამოცხადდეს, საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა