რუსეთში დააპატიმრეს ვერტმფრენის დაწვაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი

მოსკოვის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა ხუთ პირს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ოსტაფიევოს აეროდრომზე ვერტმფრენისთვის ცეცხლის წაკიდებაში. მათ ტერორიზმის ბრალდება წაუყენეს და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულთა სკამზე არიან 19 წლის ანასტასია მოლჩალინა, 21 წლის სტანისლავ ხამიდულინი და 22 წლის ნიკიტა ბულგაკოვი, რომან იაკოვეცი და დანიილ იამსკოვი. ისინი ორ თვეს გაატარებენ წინასწარი დაკავების საკანში.
ბრალდების მხარის თანახმად, უკრაინის დაზვერვის მიერ დაქირავებულმა ხამიდულინმა ინტერნეტის მეშვეობით მოუყარა თავი ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული. ვერტმფრენი დაიწვა. საქმესთან დაკავშირებით უცნობია ბრალდებულთა პოზიცია, სასამართლო მას არ ახსენებს.
სავარაუდოდ საქმე ეხება 26 აპრილს ღამით მომხდარ ინციდენტს. მაშინ სადგომზე წაუკიდეს ცეცხლი საგანგებო ვითარებათა სამინისტროს სახანძრო ვერტმფრენ კა-32-ს. უკრაინის დაზვერვამ გამოაქვეყნა ცეცხლის წაკიდების ვიდეო. უწყების თანახმად, ვერტმფრენი ს არმიის ოპერაციების მხარდაჭერისთვის გამოიყენებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით

შალვა პაპუაშვილი – ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც – ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს

ირაკლი ზარქუა – რა სიგიჟეა, ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?! – თვითონ მეუღლე გამოვიდეს და თქვას, რა და როგორ იყო – ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა, კარგი საქციელია მისი მხრიდან, დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს