“ვალენსია” სტუმრად “ბარსელონას” 2:1 ამარცხებს – მამარდაშვილი გააძევეს [VIDEO]

ლა ლიგის 33-ე ტურში “ვალენსია” პირველი ტაიმის შემდეგ გასვლაზე “ბარსელონას” 2:1 ამარცხებს. სამწუხაროდ, ბოლო იმედის ჯარიმის გამო სტუმართა გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილი გააძევეს.
ბოლო ორ მატჩში „ბარსას“ მარცხისა და წვიმის გამო სტადიონზე ბევრი მაყურებელი არ მივიდა, მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ უპირტესობას, მამარდაშვილმა ორჯერ მუშტებით მოიგერია საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი, შემდეგ ჩინებული პასით პეტერი ტერ შტეგენთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა. შუა პირველ ტაიმში „ღამურების“ მცველებმა კარის წინ ფერმინი უმეთვალყურეოდ დატოვეს, რომელმაც თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. თუმცა, მალე დურომ ტერ შტეგენის
უხეში შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. ბურთის ფლობა 82/18 იყო და ამ დროს სტუმრებმა წინ გასვლა მოახერხეს – მამარდაშვილმა პეტერს ისევ კარგი პასი გაუკეთა, ის არაუხომ წააქცია და პენალტი პეპელუმ გამოიყენა. აქედან მოყოლებული კატალონიელები შტურმზე გადავიდნენ, გიორგიმ კანსელუს დარტყმული ბურთი მოიგერია, მერე ბურთი მისი კარის ძელს მოხვდა, კოპენსირებულ დროში კი ქართველმა შეცდომა დაუშვა, საჯარიმოს გარეთ ბურთი იამალისგან ხელზე მოხვდა და მსაჯმა გააძევა. მწვრთნელმა ბარახამ ალმეიდა მეკარე დომენეკით შეცვალა და პირველი ტაიმიც დასრულდა.
ბარსელონა – ვალენსია
გოლები: 1:0 ფერმინი (22), 1:1 დურო (27), 1:2 პეპელუ (38, პენ)
გაძევება: მამარდაშვილი (45+4, ვალენსია)