პარლამენტთან „ქართული ოცნების“ „საერთო სახალხო შეკრება” დასრულდა

ივანიშვილმა უკვე პირადად გაავრცელა ცნობილი შეთქმულების თეორია „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ და განაცხადა, რომ 2004-12 წლებში საქართველოს „უცხოეთის აგენტურა“ მართავდა.
„საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ. 2004-12 წლებში ჩვენ გამოვიარეთეთ უმძიმესი წლები, როდესაც ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი, უცხოური აგენტურა მართავდა“, – განაცხადა ივანიშვილმა ორშაბათს, 29 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, „აგენტების კანონის“ მხარდამჭერ აქციაზე.
სიტყვით გამოვიდნენ თბილისის მერი , „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე , პარლამენტის თავმჯდომარე , აგრეთვე, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ეს იყო კონტრაცია ბოლო დღეების განმავლობაში უწყვეტი ხალხმრავლი პროტესტისა, რომელიც დედაქალაქში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ იმართება.