თბილისის მერი, კახა კალაძე აქციაზე გამოსვლისას აცხადებს:
„ევროპული მომავალი ღირსებით, სიამაყით და თავაწეული. ჩვენ შევიკრიბეთ აქ, რათა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვუთხრათ მკაფიოდ და გარკვევით, საქართველო არის პატარა ქვეყანა, მაგრამ უდიდესი კულტურით, უდიდესი ისტორიით, უნიკალური ენითა და დამწერლობით, საკუთარი ტრადიციებით, რწმენით, თავისუფლების სიყვარულით, ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარული ერი.
სამწუხაროდ, დღეს გარკვეული ძალები ვერაფრით ეგუებიან, რომ საქართველომ უკრაინის ბედი არ გაიზიარა, არ იშლიან მცდელობას ქვეყანა არიაონ და ხელისუფლებაში ისევ ის ადმაინები დააბრუნონ, რომელთა მმართველობამ საქართველოს უამრავი უბედურება მოიტანა, ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს არასდროს.
გამოდიან და გვიმტკიცებენ, რომ თეთრი შავია, გვიმტკიცებენ, რომ თითქოს გამჭვირვალობა ცუდია, ლგბტ პროპოაგანდა კარგი, გვიმტკიცებენ, რომ ენჯეოებს უფლება აქვთ საქართელოში რამდენიც უნდა იმდენი რევოლუციის მოწყობა სცადონ და ჩვენ მათი ფულის წარმომადვლობაც არ უნდა მოვიკითხოთ.
რევოლუციას კიდევ ერთხელ რომ დაგეგმავენ, ქართველმა ხალხმა თურმე არ უნდა იცოდეს, საიდან მოდის თანხები და ვინ აფინანსებს რევოლუცია.
გაირკვა, რომ იმ თანხების უდიდესი ნაწილიც კი, რომლებიც თითქოს სოფლის მეურნეობას, შშმ პირებზე ზრუნვას თუ კავკასიურ სახლს მოხმარდა, ტყუილად არ დახარჯულა, როგორც კი დასჭირდათ, ყველა ეს ენჯეო ერთად გამოიყვანეს და ეროვნულ ინტერესს დაუპირისპირეს.
ჩვენი დღევანდელი ბრძოლა, რომელიც ენჯეოების და ლგბტ პროპაგანდის შესახებ კანონის მიღებას უკავშიურდება – მეგობრებო, სინამდვილეში ეს არ არის ბრძოლა ორი კანონის მისაღებად, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის, ეროვნული ინტერესების დასაცავად, სწორედ ამიტომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავდგეთ ერთად და ბოლომდე გავიტანოთ გასატანი“