„მთის ჰაერივით გამჭვირვალე და ნაკადულივით კამკამა“ – ნიკა გვარამია ვანო ჩხარტიშვილზე

ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა დღეს განაცხადა: „აქსიომაა, რომ პოლიტიკოსებმა თავიანთი საქმე უნდა აკეთონ, ბიზნესმენებმა თავიანთი და არასამთავრობოებმა თავიანი, მაგრამ თითოეულის საქმიანობა რომ უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე, ესეც აქსიომაა… ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრობა ნიშნავს: მშვიდობას, სტაბილურობას და რა თქმა უნდა, ღიად და გამჭვირვალედ საქვეყნო საქმეების ერთად კეთებას“
მის ამ სიტყვებს დიდი რეზონანსი მოჰყვა, სოციალურ ქსელში წერენ, რომ ვინ, ვინ და ვანო ჩხარტიშვილმა გამჭვირვალეობაზე ხმა არ უნდა ამოიღოს, რადგან ის „შავი ფულისა“ და მაქინაციების დიდოსტატია. მას ანაბრებიც გაახსენეს – „ვანო, ანაბრები დააბრუნე, შე აფერისტო… ბაბუაჩემი შენს გამო, ნერვიულობით მოკვდა“
მის განცხადებას გამოეხმაურა ც: „თქვა მთის ჰაერივით გამჭვირვალემ და ნაკადულივით კამკამამ“

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: გელა ხასაია გალელი ბიჭია, ნახევრად აფხაზი. ქართულად მოლაპარაკე გელა უბრალოდ არ დააყენეს სოხუმში, სწავლის და განვითარების საშუალება არ მისცეს… აი ეს გელა დააკავა წუხელ რეჟიმმა

პროკურორი გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებზე – მშობლების დახმარება განხორციელდა შვიდ უძრავ ქონებასთან, ასევე მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით – საუბარია 4 მლნ დოლარისა და მილიონ ლარზე მეტის გათეთრებაზე