ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან ნიკა მაჭუტაძეც გააძევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომათა დარბაზიდან მე-12 ოპოზიციონერი დეპუტატი, ნიკა მაჭუტაძე გააძევა.
ანრი ოხანაშვილმა ნიკა მაჭუტაძეს კომიტეტის სხდომიდან მას შემდეგ გააძევა, რაც დეპუტატი მას არ დაემორჩილა და კითხვის დასმას განაგრძობდა.
„ბატონო ნიკა, გარეთ გინდათ გასვლა? ნუღარ აგრძელებთ საუბარს, გთხოვთ. სხდომის მიმდინარეობას ხელს უშლით, გაფრთხილებთ ბოლოჯერ, წინააღმდეგ შემთხვევაში დატოვებთ დარბაზს“, – მიმართა ოხანაშვილმა მაჭუტაძეს.
ამის შემდეგ ოხანაშვილმა ნიკა მაჭუტაძეს დარბაზი დაატოვებინა და ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
ცნობისთვის, მანამდე ოხანაშვილმა დარბაზიდან 11 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა: გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი, ქეთევან თურაზაშვილი, ანა წითლიძე, ლევან ხაბეიშვილი, დავით ხაჯიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე და ხატია დეკანოიძე. მან სხდომა დაატოვებინა ასევე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელს, ლიკა საჯაიას და ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის წარმომადგენელს, ნათია კუპრაშვილს.
ამასთან, დარბაზი პროტესტის ნიშნად ასევე დატოვა „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ