ფომენკოს ხსოვნას! ლანჩხუთის “გურიას” ყოფილმა მწვრთნელმა დაბომბილი სუმი არ დატოვა – “საკუთარ მიწაზე თავს უკეთ გრძნობს”

ლეგენდარული მიხაილ ფომენკო გარდაიცვალა, ლანჩხუთის “გურიას” ყოფილი მწვრთნელი. Sportall.ge კკდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე, 2022 წელს შემოგთავაზეთ…
უკრაინის ფეხბურთის კავშირის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ანატოლი დემიანენკომ განაცხადა, რომ რუსეთსა და ს შორის ომის დაწყების შემდეგ ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მიხაილ ფომენკომ მშობლიური სუმის დატოვებაზე უარი თქვა – ინფორმაციას Tribune ავრცელებს.
დემიანენკოს თქმით, 73 წლის მწვრთნელს, რომელიც 1987-89 წლებში ლანჩხუთის “გურიას” თავკაცობდა, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციიდან საკვები და ძვირფასი ნივთები გადაეცა – ის ახლა ტერიტორიის დატოვებას ვეღარ ახერხებს:
“გუშინ ვესაუბრე.
არსებულ ვითარებაში შეძლებისდაგვარად განწყობა ხალისიანია, თავი კარგად უჭირავს. თავის დროზე, ევაკუაციაზე უარი განაცხადა, რადგან საკუთარ მიწაზე თავს უკეთ გრძნობს.”
ს მიერ უკრაინის ტერიტორიაზე წარმოებული ომის ფარგლებში, ქალაქი სუმი სანახევროდ განადგურებულია.
ეს კაცი, რომ ყოფილიყო ჩვენი პირველი ეროვნული ნაკრების მწვრთნელი(ქართულ მენტალიტეტს კარგად იცნობდა) გაცილებით დიდ წარმატებას მივაღწევდით ვიდრე ჩივაძემ მიაღწია.