„საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკის“ და Georgia Capital-ის აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაძვირდა

ს“, „ ბანკის“ და Georgia Capital-ის აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაძვირდა
Galt&Taggart- ის 20–28 აპრილის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების ფასები, წინა კვირასთან და წინა თვესთან შედარებით, გაზრდილია.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 53.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +10.86% წინა კვირასთან შედარებით და +9.28% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 463 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 48.30 – 53.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 34.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +12.56% წინა კვირასთან შედარებით და +9.00% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 329 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.65 – 34.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 56 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 13.32 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.26% წინა კვირასთან შედარებით და +1.06% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 124 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 12.78 – 13.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 33 ათასი აქცია შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

„მოხარულები ვართ, რომ საქართველო, უნგრელი ექსპერტის დახმარებით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების კუთხით მნიშვნელოვან მხარდაჭერას მიიღებს“ – დავით სონღულაშვილი