ქადაგიძე: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი!

„დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! – ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად დამოუკიდებელ საქართველოს!“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება დღეს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ საყოველთაო-სახალხო შეკრებას. როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ქართველმა ხალხმა აირჩია ეროვნული თვითმყოფადობის გზას, რომელსაც რწმენით და ქართული ენის გაფრთხილებით აშენებს.
„29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! დღეს ჩვენ ვდგავართ ისტორიულ გზაგასაყარზე, გავარღვიეთ 30 წლიანი ჩაკეტილი წრე და ვირჩევთ ახალ გზას – ილია ჭავჭავაძის გზას, მერაბისა და ზვიადის ნანატრ გზას, ეროვნული თვითმყოფადობის გზას, რომელსაც რწმენით, ქართული ენის გაფრთხილებითა და მამულისათვის თავდადებით ვაშენებთ! ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად დამოუკიდებელ საქართველოს!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი