“რუსი ხარ…შეგეწერათ ყაველაშვილის გინება და შეგეწერებათ ბოლომდე” – კომიტეტის სხდომიდან ანი წითლიძეც გააძევეს

ანრი ოხანაშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ენმ-ის წევრი, ანი წითლიძეც გააძევა.
დარბაზში ხმაური იყო – “რუსი ხარ…ამიტომ შეგეწერათ ყაველაშვილის გინება და შეგეწერებათ ბოლომდე” – ამ სიტყვებით მიმართა წითლიძემ რუსული კანონის წარმდგენ მამუკა მდინარაძეს:
„არანაირი განხილვა არ აინტერესებს „რუსულ ოცნებას“, არანაირი მიზანი „რუსულ ოცნებას“ არ აქვს იმისი, რომ აქ მუხლობრივი კითხვები დაისვას. ნახეთ თქვენ მანამდე დეპუტატები, რომლებიც გამოაგდეს და ახლა გამომაგდეს მეც, ოღონდ არ ვიცი რის გამო, უბრალოდ ვუპასუხე მამუკა მდინარეს კონკრეტულ კითხვაზე. არ არის ამათი მიზანი, რომ მუხლობრივ განხილვაში შევიდნენ, რადგან მათ აქვთ კითხვებზე პასუხი, დემაგოგობენ მხოლოდ და ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ კითხვა დასვას შინაარსობრივი, ყველა გამოაძევეს. საბოლოოდ ალბათ, დარჩებიან მარტო. ასრულებენ რუსულ დავალებას და იციან, რომ რუსეთის ეს დავალება უნდა შეასრულონ და ბოლომდე გაიტანონ ეს კანონი.“
„მთავარი არხი“

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ