იურიდიული კომიტეტის სხდომიდან მე-7 ოპოზიციონერი დეპუტატი – ანი წითლიძე გააძევეს

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ანა წითლიძესაც დაატოვებინა.
ანრი ოხანაშვილმა წითლიძე სხდომათა დარბაზიდან მას შემდეგ გააძევა, რაც მან მომხსენებელ ს უთხრა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები მათ კანონის რუსულობასთან დაკავშირებით არგუმენტების თქმის საშუალებას არ აძლევდნენ და არ აცდიდნენ.
„რეგლამენტის დარღვევის გამო დატოვეთ სხდომათა დარბაზი. არაერთხელ მოგიწოდეთ, აგრძელებდით მიკროფონის გარეშე. თქვენს თავს ეცით პატივი, ნუ აიძულებთ ამ ხალხს [მანდატურებს], რომ გაგიყვანონ. აბრძანდით და გადით, გთხოვთ!“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
წითლიძე მამუკა მდინარაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ სწორედ მათ არ აქვთ კითხვებზე პასუხი და ამიტომ აძევებენ სხდომათა დარბაზიდან ოპოზიციონერ დეპუტატებს.
„ეს არის სირცხვილი, როდესაც ამბობ არგუმენტები ვერ მოვისმინეო, მამუკა. არგუმენტებს ვერ მოისმენ, თუ ყველა გაყარე აქედან. უთხარი, რომ მომცენ კითხვის დასმის შესაძლებლობა. კითხვის დასმას ვაპირებ ჩვეულებრივად. თქვენ არ გაქვთ კითხვებზე პასუხი, მამუკა და ამიტომ გინდათ, ყველა გაყაროთ, ეს არის მიზანი. მაშინ აღიარეთ, რომ არ გაქვთ კითხვებზე პასუხი და ამიტომ გინდათ ყველა გაყაროთ“,- განაცხადა ანა წითლიძე.
აღსანიშნავია, რომ წითლიძე მე-7 ოპოზიციონერი დეპუტატია, რომელიც ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან გააძევა. მანამდე კომიტეტის თავმჯდომარემ დარბაზი დაატოვებინა დეპუტატებს: , , , თამარ კორძაია, და ქეთევან თურაზაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ