“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრემიერლიგის სატიტულო რბოლის შესახებ ისაუბრა.
ესპანელი სპეციალისტის თქმით, მათი მთავარი კონკურენტი “არსენალი” დარჩენილ ტურებში ქულებს აღარ დაკარგავს.
“ვფიქრობ, “არსენალი” დარჩენილ მატჩებში ქულებს აღარ დაკარგავს. 4 ტური დაგვრჩა. ეს ყველაფერი მაღალ მთაზე ასვლას ჰგავს. თუ ფრეს ვითამაშებთ, ჩემპიონები ვერ გავხდებით”, – განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, “სიტიმ” ბოლო 19 პრემიერლიგურ მატჩში 15 გამარჯვება მოიპოვა, 4-ჯერ კი ფრეს დასჯერდა და სატურნირო ცხრილში “მეთოფეებს” 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ “ქალაქელებს” “არსენალზე” ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.