გერმანიის ქალაქ მურნაუში უკრაინის ორი მოქალაქე დანით მოკლეს. დაკავებულია ეჭვმიტანილი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მოკლული პირები სამხედროები იყვნენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ, წინასწარი ინფორმაციით, მოკლულია ორი სამხედრო, რომლებიც გერმანიაში სამედიცინო რეაბილიტაციას გადიოდნენ. მათივე თქმით, მიმდინარეობს მათი ქვედანაყოფების დადგენის პროცესი.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გერმანელ სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა, რომ მათ ეჭვმიტანილი 57 წლის რუსეთის მოქალაქე დროულად დააკავეს.
აქამდე, 27 აპრილს გავრცელდა ცნობა, რომ გერმანიის ქალაქ მურნაუში, სავაჭრო ცენტრში 2001 და 1987 წელს დაბადებულ უკრაინელებს თავს დაესხნენ. ისინი დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად დაიღუპნენ. 36 წლის უკრაინელი ადგილზე მოკვდა, ხოლო მეორე საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.
გამოძიებას გერმანია აგრძელებს.