ვალერი ასათიანი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე: ეს არ არის მშვიდობიანი აქცია

ეს არ არის მშვიდობიანი აქცია, ფაქტია, რომ ის, რაც იყო ნათქვამი, არ სრულდება, – ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის წევრმა ვალერი ასათიანმა „იმედი LIVE“-ში პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის შეფასებისას განაცხადა.

„ეს არ არის მშვიდობიანი აქცია, ფაქტია, რომ ის, რაც იყო ნათქვამი, არ სრულდება, ირღვევა ყველა პრინციპი და იქ არიან ადამიანები, რომელთა მიმართ პატივისცემა გვაქვს, წლები გვაკავშირებს. ეს ყველაფერი ვერ გამოიყურება კარგად. სახიფათო სიტუაციაა, ძალიან ძნელია რაიმეს პროგნოზირება, მაგრამ ყველა სიტუაციაში საზოგადოებაში ერთმანეთისკენ სავალი გზები უნდა მოიძებნოს და სიტუაცია უნდა განიმუხტოს. ყველა შემთხვევაში ლოგიკურ მსჯელობაზე უნდა გადავიდეს პროცესი. კანონი უნდა განიხილონ მუხლობრივად. უნდა იყოს არგუმენტები წამოყენებული და საზოგადოება უნდა იხილოს მსჯელობა. თუ დემოკრატიაზე, დემოკრატიულ სახელმწიფოზე და პრინციპებზეა ლაპარაკი, ასე არ გამოვა და არ იქნება სწორი“, – განაცხადა ვალერი ასათიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ