“20-25 ათასი ახალგაზრდა რომ გამოდის და გეუბნება, გაიწვიე ეს კანონი, გაიწვიე” – დავით თარხან-მოურავი

“20-25 ათასი ახალგაზრდა რომ გამოდის და გეუბნება, გაიწვიე ეს კანონი, გაიწვიე” – ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა რუსულ კანონთან დაკავშრებით განაცხადა.
“ამ კანონის მიზნობრიობა გაუგებარია, რადგან, რეალურად, დღევანდელი კანონმდებლობა სრულად იძლევა ორგანიზაციის გაკონტროლების საშალებას.
თუ რაიმე გაკლია, თუ გინდა, რომ დეკლარაცია იყოს უფრო დეტალური, ამისთვის საკმარისია, რომ დეკლარაციის შესახებ კანონში ჩაწერო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაცია იყოს უფრო დახვეწილი. ამასაც არ აკეთებენ. ანუ ახალი კანონი რა საჭიროა, არავის არ ესმის.
[…] 20 000 ახალგაზრდა მომხრე ნაციონალურ მოძრაობას არ ჰყავს. ეს ხალხი სულ არ არის ნაცმოძრაობის მომხრე, ეს არის ახალგაზრდა ხალხი, იქ შეიძლება, 1000 და 2000 კაცი არის ნაცმოძრაობის ომხრე, დანარჩენები არ არიან.
ამათ მართლა არ უნდათ, დაარწმუნეს ისინი, რომ ეს კანონი არის რუსული. ჩემი აზრით, ეს კანონი საერთოდ არ არის საჭირო. ესენი ითხოვენ, რომ არ გვინდა კანონი და რა არის ასეთი ძნელი 20-25 ათასი ახალგაზრდა რომ გამოდის და გეუბნება, გაიწვიე ეს კანონი, გაიწვიე, რა სიჯიუტეა ეს. რა საჭიროა, რატომ ვძაბავთ ურთიერთობებს” – აღნიშნა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო კირთაძე: ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, როგორც მოქალაქისთვის ვალდებულებაა, საღი აზრის ფარგლებში, პროპორციულობის ფარგლებში, შევეწინააღმდეგო იმას, რასაც აკეთებს ქართული ოცნება

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთზე ზეწოლასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შედეგებია, მადლიერები ვართ პარტნიორების, მაგრამ მნიშვნელოვანია, აქ არ გავჩერდეთ – ზეწოლა ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარებას