ბარამიძე ენმ-ს მანიფესტზე: არავის გარიცხვას არ ვაპირებთ, მაგრამ მათ თავიანთი გზა ექნებათ

ვინც ამ იდეებს არ იზიარებს, ვინც არ იზიარებს ს ლიდერობით ჩვენს ერთ გუნდში ყოფნას, მაშინ ბუნებრივია, არავის გარიცხვას, როგორც ასეთი, არ ვაპირებთ, მაგრამ მათ თავისი გზა ექნებათ. თქვა კიდევაც მიხეილ სააკაშვილმა, ვისაც არ უნდა ეს ერთობა, რასაც ნაციონალური მოძრაობა და რასაც მისი გუნდი, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით მოქმედი ნაციონალური მოძრაობა ჰქვია, ბუნებრივია, თავის გზას იპოვის.
თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ბარამიძემ. ენმ-მ გუშინ, 22 ნოემბერს 11-პუნქტიანი მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელზეც პარტიის ნაწილს ხელი არ მოუწერია.