ავსტრალია უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 100 მილიონ დოლარს გამოყოფს

ავსტრალია უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 100 მილიონ დოლარს გამოყოფს.
ამის შესახებ ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლსმა ლვივში, უკრაინის პრემიერმინისტრ დენის შმიჰალთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.
“ავსტრალია უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს… 30 მილიონ დოლარზე მეტი დრონებისთვის გამოიყოფა, დანარჩენი კი სხვა სამხედრო საჭიროებებისთვის”, – აცხადებს მარლსი.
ამასთან, ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, ავსტრალიამ უკრაინას 655 მილიონ დოლარზე მეტი გამოუყო, აქედან 540 მილიონი დოლარი სამხედრო დახმარებას მოიცავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ