ჯო ბაიდენი – დიახ, ასაკი პრობლემაა: მე ვარ ზრდასრული მამაკაცი, რომელიც 6 წლის ბიჭის წინააღმდეგ იყრის კენჭს

რა თქმა უნდა, 2024 წლის გაჩაღებულია და, დიახ, ასაკი პრობლემაა: მე ვარ ზრდასრული მამაკაცი, რომელიც 6 წლის ბიჭის წინააღმდეგ იყრის კენჭს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „რესპუბლიკელ“ მეტოქოზე, დონალდ ტრამპზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც „მძინარე დონი“ უწოდა.
”ასაკი ერთადერთი რამ არის რაც საერთო გვაქვს. ჩემი ვიცე-პრეზიდენტი, ფაქტობრივად, მიდასტურებს ამას“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ამასთან, -ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა განსხვავებას მისი და დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიებს შორის, რომლის სასამართლო პროცესი, პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელის გასაჩუმებლად 130 000 აშშ დოლარის გადახდის საქმეზე, ნიუ-იორკში აპრილის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს.
„დონალდს ბოლო დროს რამდენიმე მძიმე დღე ჰქონდა. შეიძლება მას „ქარიშხლიანი“ ამინდიც უწოდოთ“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – ბიძინას 26 მაისი საერთოდ არ ემარტივება, ამის ინდიკატორი ალტერნატიული ე.წ. რბილი პლატფორმების გამოგორება და შეთავაზებაა – თუ მისი დამარცხება გვინდა, ავტორიტარმა ყოველთვის უნდა მიიღოს ის, რისიც ეშინია

პოლიტიკა 18.04.2026 / 18:42აა ელენე ხოშტარია – ცოტა ღიმილისმომგვრელია ოპოზიციურ ფლანგზე “დაპირისპირება” არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით – ჩვენ გვჭირდება არა ტყუილი ხდომილება, არამედ მართალი, ნამდვილი არჩევნები