დევნილთა სააგენტო სტიქიით დაზარალებულ 163 ოჯახს სახლებს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 163 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
აღნიშნული ოჯახების განსახლების საკითხი კომისიამ გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე განიხილა.
ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ.
შერჩეულ სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.
2024 წელს, სააგენტომ, ჯამში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 500-ზე მეტი ოჯახისთვის სახლის შესყიდვაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი – 4 წელზე მეტია უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთის სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების პირობებში მუშაობს, ამ ფონზე ჩნდება კითხვა: ნუთუ ერთი ავარია საკმარისია, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს?