„სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე 28 სასაზღვრო ბოძი განთავსდა“ – სომხური მედია

„სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე 28 სასაზღვრო ბოძი განთავსდა“ – სომხური მედია
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე 28 სასაზღვრო ბოძი განთავსდა. ამის შესახებ ინფორმაციას armenpress-ი ავრცელებს.
როგორც მედია იუწყება, აღნიშნული სამუშაოები გეოდეზიური გაზომვების საფუძველზე, სომხეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარზე კოორდინატების გარკვევის სამუშაოების ფარგლებში ჩატარდა.
როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ეს არის დაგეგმილი სამუშაოების დაახლოებით 35%.
ამასთან, აზერბაიჯანისთვის სოფლების გადაცემას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს. მოსახლეობამ სოფელ კირანცში საავტომობილო გზა გადაკეტა.