კრასნოდარში, დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

კრასნოდარში, დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას კრასნოდარის ოლქის გუბერნატორი, ვენიამინ კონდრატიევი ავრცელებს.
„მათ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმა სცადეს. შემთხვევის ადგილიდან გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი და სერიოზული დაზიანებები არ არის“, – აცხადებს ვენიამინ კონდრატიევი.
სლავიანსკის ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელის, რომან სინიაგოვსკის ცნობით, Slavyansk ECO-ს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

რაჟდენ კუპრაშვილი – ვიკვლევთ კორუფციულ ფაქტებს, რაც გრანტების ხარჯვას უკავშირდება – თუ აღმოჩნდება, რომ ბრიტანული თანხაც არაკეთილსინდისიერად არის გამოყენებული და პოლიტიკას ემსახურება, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს