რუსეთმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის სამ ოლქში დაარტყა

რუსეთმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის სამ ოლქში დაარტყა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, გერმან გალუშჩენკო ავრცელებს.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ცნობით, რუსულმა ძალებმა სარაკეტო დარტყმები ლვოვის, დნეპროპეტროვსკის და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში მდებარე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განახორციელეს.
გერმან გალუშჩენკოს ინფორმაციით, ს სარაკეტო იერიშის შედეგად ერთ-ერთ ობიექტზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა და ტექნიკა დაზიანდა.