ლევან ხაბეიშვილი – მივესალმები თელავში „ოცნების” საკრებულოს წევრის განცხადებას, აბსოლუტურად სწორი, ლოგიკური და სახელმწიფოებრივი პოზიცია აქვს ამ კანონთან დაკავშირებით

მივესალმები თელავში „ოცნების” საკრებულოს წევრის განცხადებას, აბსოლუტურად სწორი, ლოგიკური და სახელმწიფოებრივი პოზიცია აქვს ამ კანონთან დაკავშირებით, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თელავში „ქართული ოცნების” საკრებულოს წევრის, ლევან ბერძენაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.
ს განცხადებით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ახლა წყდება ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი შვილების მომავლის ბედი და მნიშვნელოვანია საკუთარი აზრი ხმამაღლა დააფიქსირონ.
„მივესალმები ყველა ასეთ გადაწყვეტილებას და განცხადებას. უნდა გვესმოდეს, რომ ახლა ქვების მოღერების დრო არ არის, რადგან ეს არის ეროვნული, სახელმწიფოებრივი საკითხი და არა პარტიული. ცხადია, „ქართული ოცნების“ მომხრეებს, წევრებსაც ესმით, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დაზიანება, ამიტომ მნიშვნელოვანია ასეთი პასუხისმგებლობიანი განცხადებები, რაც თელავის საკრებულოში გაკეთდა. მივესალმები ამ ადამიანს მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნება გვაქვს, ის სხვა პარტიაშია, მმართველ პარტიას წარმოადგენს, მაგრამ აბსოლუტურად სწორი, ლოგიკური და სახელმწიფოებრივი პოზიცია აქვს ამ კანონთან დაკავშირებით. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ახლა წყდება ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი შვილების მომავლის ბედი და მნიშვნელოვანია საკუთარი აზრი ხმამაღლა დააფიქსირონ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ინფორმაციისთვის, თელავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან ბერძენაშვილმა 26 აპრილს თელავში, საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს არ გაიწვევენ, პარტიას და თანამდებობას დატოვებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გური მირცხულავასა და ჯანო არჩაიას ადვოკატი – პროკურატურამ იკადრა და ამოჭრა მონაკვეთი, სადაც პოლიციელები საგნებს ისვრიან მომიტინგეების მისამართით – ექსპერტმა სახეზე შეახმო პროკურატურასა და საჯარო თანამდებობის პირებს მათ მიერ გაკეთებული განცხადებები

გიორგი ახობაძე – შესაძლოა, ამათ ჩემთან საუბრის შემდეგ საქმის „შეკერვა“ უფრო დახვეწეს, ამიტომ თუ აქ იგივე ბრალდებით მოვხვდები, მეტი ჭიდაობა მოგვიწევს – უკეთესად შეეძლოთ! იჩქარეს, ალბათ სჭირდებოდათ ეფექტის შექმნა, რომ ხალხს მასიურად იჭერდნენ