რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გზის გახსნას ასობით სატვირთო მანქანა ელოდება

რუსეთ-საქართველოს საზღვრის დამაკავშირებელი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა სატვირთო ავტომობილებისთვის დაკეტილია.
ამის გამო ს მხარეს 2 ათასს მიაღწია საქართველოში შემოსვლის მომლოდინე ავტომობილების რაოდენობამ. ინფორმაციას ჩრდილოეთ ოსეთის საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ცენტრი ავრცელებს.
ხუთშაბათს, დილის მდგომარეობით, რიგში დაგროვდა რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით მომავალი 1989 სატვირთო ავტომობილი.
19 ნოემბერს, დილით, დიდთოვლობის გამო გზაზე შეჩერდა სატვირთო მანქანების მოძრაობა, საღამოს კი ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა. ოთხშაბათს, 22 ნოემბერს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ დაშვებულია მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა.
გზა „ზემო ლარსის“ გავლით ერთადერთი მოქმედი სახმელეთო მარშრუტია, რომელიც რუსეთს საქართველოსა და სომხეთთან აკავშირებს.
განახლება:
მოგვიანებით საავტომობილი გზების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
დაწერეთ კომენტარი