ლილე ლიპარტელიანი საკრებულოს უმრავლესობას – გადაწყვეტილება მივიღე, რომ „რუსული კანონის” მიღების შემთხვევაში აღარ მოგესალმებით – ისე ვატყობ, ეს ჩვენი ბოლო მისალმება იქნება

მე ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, რომ „რუსული კანონის” [მიღების] შემთხვევაში თქვენ აღარ მოგესალმებით. ისე ვატყობ, რომ ეს ჩვენი ბოლო მისალმება იქნება, – ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლილე ლიპარტელიანმა თბილისის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას “ქართული ოცნების” წევრებს.
მისივე შეფასებით, “ქართული ოცნება” საქართველოს მოქალაქეებს “რუსეთში მიაქანებს”.
„ბატონო ირაკლი [ხელაძე], ზურა [აბაშიძე] მართალია, თქვენ სამხედრო ვალდებულებას სამშობლოს წინაშე თავი აარიდეთ და ეკლესიას თავი შეაფარეთ, მაგრამ იქაც ვერაფერი ვერ გისწავლიათ. ეკლესია, პირველ რიგში, საზოგადოებას, ერთობას ნიშნავს. ენა, მამული, სარწმუნოების ქვეშ სად წაიკითხეთ, ამოიკითხეთ, რომ ილია ჭავჭავაძე მართლმადიდებლურ სარწმუნოებას გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ? რით ხართ აჭარელ მუსლიმებზე, ჩვენს ქართველ ძმებზე უკეთესი, რით ხართ? ბედნიერი ვარ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, შემიძლია სიყვარული, თანაგრძნობა, გაზიარება, მოყვასის სიყვარული შემიძლია თქვენგან განსხვავებით. სარწმუნოებაზე და მართლმადიდებლობაზე საუბრობთ და ბოღმა და ზიზღი ამოგდით პირიდან. ეს არის თქვენი სარწმუნოება და მართლმადიდებლობა?! სიყვარულია სარწმუნოება”, – განაცხადა ლიპარტელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის განცხადებაზე – დღეს რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას რომ სული შეუბერონ, უქმე დღეს უნდათ სამსახურში გამოიყვანონ აგენტურა – სცენარიც ნაცნობია და შედეგიც: კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა

მამუკა მდინარაძე – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალია და კურსი უნდა შევცვალოთ – როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არ ჭრის და დამატებითი ზომებია საჭირო