ფრონტის ხაზზე 74 შეტაკება მოხდა – უკრაინის გენშტაბი ყველაზე ცხელ წერტილებს ასახელებს

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 74 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციის თანახმად, მტერმა სულ სამი სარაკეტო და 43 დარტყმა განახორციელა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 64-ზე მეტჯერ გახსნა ცეცხლი უკრაინის თავდაცვის ძალებისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით.
„ლიმანის და ბახმუტის მიმართულებით მტერს არ უცდია შეტევითი მოქმედებების წარმოება. მტერი არ წყვეტს ავდეევკას ალყაში მოქცევის მცდელობებს, თუმცა, უკრაინელები მტკიცედ დგანან დაცვაში. მარინკას მიმართულებით, ჩვენმა დამცველებმა 18 შეტევა მოიგერიეს დონეცკის ოლქის მარინკასა და ნოვომიხაილოვკას რაიონებში. შახტიორის მიმართულებით, დონეცკის ოლქის სტარომაიორსკის სიახლოვეს მტერმა წარუმატებლად სცადა შტურმი. ზაპოროჟიეს მიმართულებით მოწინააღმდეგემ ოთხჯერ უშედეგოდ სცადა დაკარგული პოზიციების აღდგენა რობოტინოს რაიონში.
ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი მოქმედებების წარმოებას მელიტოპოლის მიმართულებით და ოკუპანტების ცოცხალ ძალასა და ტექნიკას დანაკარგებს აყენებენ. ხერსონის მიმართულებით, უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ პოზიციების დაკავებას დნეპრის მარცხენა სანაპიროზე“, – ნათქვამია გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ