“ამას მხოლოდ ჩემნაირი გიჟი გააკეთებს” – მოურინიო ანჩელოტის “რეალიდან” შესაძლო წასვლაზე

“რომას” მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, დატოვებს თუ არა მისი აზრით, კარლო ანჩელოტი ზაფხულში “რეალს” და ჩაიბარებს ბრაზილიის ნაკრებს:
“ამას მხოლოდ ჩემნაირი გიჟი გააკეთებს. 2013 წელს “რეალიდან” ჩემი ნებით წავედი, მაგრამ მათი ჩემი შენარჩუნება სურდათ.
ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ანჩელოტი პერესთან მოილაპარაკებს და ბრაზილიის ნაკრებს არ ჩაიბარებს”, – აქვეყნებს მოურინიოს სიტყვებს ფაბრიციო რომანო.