უკრაინის დაცვის საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „რამშტაინის ფორმატი), 26 აპრილს მართავს ვირტუალურ შეხვედრას, რათა განიხილონ უკრაინის არმიის ერთობ საჭირო დახმარების მიწოდების დაჩქარების გზები.
ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს, უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით.
„რამშტაინის ფორმატის“ დასახელება უკავშირდება გერმანიაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზის დასახელებას. მასში გაერთიანებულია 50 სახელმწიფო, უკრაინის მოკავშირეები აშშ-ის მეთაურობით.
ჯგუფის ამოცანაა უკრაინისთვის მილიონობით დოლარის ოდენობის მნიშვნელოვანი სამხედრო და სხვა დახმარების უზრუნველყოფა და კოორდინაცია.
„განვიხილავთ, როგორ გადავლახოთ სწრაფად სირთულეები და პრობლემები, რომლებიც გაჩნდა ბოლო ნახევარ წელიწადში, როცა ამერიკისგან დახმარების გადაწყვეტილებას მოველოდით. განაცხადა ზელენსკიმ X-ის, ყოფილი Twitter-ის საშუალებით.