საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, მომავალი მოწვევის პარლამენტისთვის თანამდებობის პირებთან ურთიერთობის საკითხი გადასახადი იქნება, რათა “უფრო დინამიური გახდეს“.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მოისმინა ინფორმაცია 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, პარლამენტის კომიტეტებში თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრებისა და მოსმენის შესახებ.
აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის რეგლამენტის იმ მუხლით, რომელიც კომიტეტების სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრებას არეგულირებს, არც ერთ კომიტეტს სხდომაზე თანამდებობის პირების მოწვევის გადაწყვეტილება არ მიუღია, კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევა არც ერთ ფრაქციას არ მოუთხოვია და თავად არც ერთ თანამდებობის პირს არ მოუმართავს პარლამენტის კომიტეტებისთვის მოსმენის მოთხოვნით.
„ეს იმაზე მეტყველებს, რომ ალბათ, მომავალი პარლამენტისთვის გადასახადი იქნება პარლამენტში თანამდებობის პირებთან ურთიერთობის საკითხი, რათა უფრო დინამიური გახდეს. არის უამრავი ფორმა და საშუალება, რასაც ხშირ შემთხვევაში პარლამენტი არაეფექტურად იყენებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.