ლუკაშენკამ განაცხადა, რომ მის ქვეყანაში რუსეთის ათეულობით ბირთვული იარაღია განთავსებული

უკრაინის ავტორიტარმა მმართველმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბელარუსში განთავსებულია „რუსეთის რამდენიმე ათეული ბირთვული იარაღი“, რასაც დასავლეთის ქვენებში შეშფოთება მოჰყვა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გაფართოების შესაძლებლობის გამო.
25 აპრილს ბელარუსთა საყოველთაო შეხვედრაზე მინსკში ლუკაშენკამ განაცხადა, რომ კრებამ ერთსულოვნად მიიღო ახალი სამხედრო დოქტრინა, ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ბირთვული იარაღის, როგორც შეკავების სტრატეგიული საშუალების, განთავსების შესახებ. ბელარუსი მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს რუსეთს უკრაინაში ომის დაწყებიდან, 2022 წლის თებერვლის შემდეგ.
მას მერე მოსკოვმა ბელარუსში გადაისროლა ტაქტიკური ბირთვული იარაღი. ნატომ ამ ნაბიჯს უწოდა „საშიში და უპასუხისმგებლო“. ლუკაშენკამ თქვა, რომ „შეცდომა“ იყო, როცა სტრატეგიული ბირთვული იარაღი ბელარუსიდან იქნა გატანილი 1991 წელს, და რომ რუსეთის ბირთვული იარაღი ბელარუსში „უნდა“ დარჩეს. თუმცა მან დასძინა, რომ ბელარუსის დამოუკიდებლობა შენარჩუნებული უნდა იქნეს „ ყველაფრის მიუხედავად“.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან