„საქართველოს მელიორაცია“ ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს

„საქართველოს მელიორაცია“ ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, რომლის ღირებულებაც 3,8 მლნ ლარზე მეტია, 14 კილომეტრამდე სიგრძის სრულიად ახალი, დახურული ქსელის და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობის მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოების განხორციელების შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი მატანის 400 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება.
„შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი თამაზ მღებრიშვილი ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.
აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში, 2012 წლიდან, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 107 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა, ჯამური ღირებულებით 71,3 მლნ ლარი. შედეგად, წყალუზრუნველყოფილია დამატებით24 120 ჰექტარი მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება 13 320 ჰექტარზე გაუმჯობესდა, ხოლო დაშრობილი მიწის ფართის რაოდენობაა 8725 ჰექტარი“, – აღნიშნული ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა: ცინიკურად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან – პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა

ჯორჯია მელონი: მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში, რის შემდეგაც ჩვენც შევძლებთ საბოლოოდ წარვადგინოთ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე