პატრიკ რაიდერი: აშშ-მა უკვე დაიწყო უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის ნაწილის მიწოდება

-მა უკვე დაიწყო უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის ნაწილის მიწოდება ახალი დახმარების პაკეტის ფარგლებში, – ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა.

პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ში სამხედრო დახმარების მიწოდების პირობებთან დაკავშირებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა, მისი თქმით, მიწოდება უკვე დაწყებულია.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ ზოგიერთი იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გადატანის პროცესი, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, რამდენიმე დღეში იქნება, თუ არა უფრო ადრე უკრაინაში“, – განაცხადა რაიდერმა.

ამასთან, პენტაგონის სპიკერმა დასძინა, რომ ზოგიერთი ტექნიკის მიწოდებას უფრო მეტი დრო დასჭირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ჩანაწერზე, რომელიც პერსონალური მონაცემების დამუშავებას ეხება, განცხადებას ავრცელებს