გერმანია: საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, რომ განზრახ არ შეაფერხოს ევროპული გზა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ:
„ათასობით ადამიანი საქართველოში ყოველ ღამით პროტესტში იღებს მონაწილეობას სიტყვის თავისუფლებისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წარმოადგენს ისტორიულ შესაძლებლობას. საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ“ — ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ