რუსულმა გამომცემლობამ პაზოლინის ბიოგრაფია დაცენზურებული სახით გამოსცა

რუსულმა გამომცემლობამ “AST” იტალიელი რეჟისორისა და პოეტის, პიერ პაოლო პაზოლინის შესახებ რობერტო კარნეროს ბიოგრაფიული წიგნი, “პაზოლინი. სიკვდილი იდეისთვის”, ცენზურას დაუქვემდებარა და ტექსტის ნაწილი შავად შეღება.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა “მედუზა” ავრცელებს.
ტელეგრამის ერთ-ერთ არხზე გავრცელდა შავად შეღებილი გვერდების ამსახველი ფოტოები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცენზურას ტექსტის ერთი მეხუთედი დაექვემდებარა – ბიოგრაფიული დეტალები, ამონარიდები ინტერვიუებიდან, სქოლიოებიც კი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთლიანად გაშავებულია ის გვერდები, სადაც პაზოლინის, ღიად გეი ადამიანის, სექსუალობასა და პირად ურთიერთობებზეა საუბარი. ცენზურას დაექვემდებარა ლექსებიც კი, მაგალითად, “ლოცვა დედისადმი”. ამოღებულია სტრიქონები, სადაც ავტორი წერს, რომ მას არ უნდა მარტო ყოფნა, რომ სიყვარული სწყურია, უსულო სხეულების სიყვარული.
გამომცემლობის ვებგვერდზე წერია, რომ ტექსტის შემოკლება ფედერალური კანონით არის განპირობებული. საუბარია 2022 წლის დეკემბერში მიღებულ კანონზე, რომელიც “არატრადიციული ურთიერთობების პროპაგანდას”, ლგბტ ადამიანების, “სქესის შეცვლის” შესახებ ინფორმაციის გავრცელებს კრძალავს, ყველა ასაკის ადამიანებს შორის.
როგორც “მედუზა” წერს, AST გამომცემლობამ სამი დღის განმავლობაში გაყიდვიდან ამოიღო სულ მცირე ექვსი წიგნი, სადაც “ლგბტ და სქესის შეცვლის პროპაგანდის” ნიშნები ამოიცნეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე – „ქართულ ოცნებას“ ხელსაც კი არ ართმევენ, არ პატიჟებენ ისეთ ფორმალურ მიღებაზეც კი, სადაც ასობით ქვეყნის დელეგაციაა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებისაც, რომლებიც დიდი დემოკრატიულობით ვერ გამოირჩევიან