აქციის მონაწილეები პარლამენტთან დაბრუნდნენ – რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია

აქციის მონაწილეები მსვლელობის შემდეგ კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებმა რუსთაველის გამზირი დღეს უკვე მეორედ გადაკეტეს.
მანამდე ისინი მსვლელობით ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ხოლო შემდგომ მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებოდნენ.
“საქართველო!”, “არა რუსულ კანონს!”, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე – „ქართულ ოცნებას“ ხელსაც კი არ ართმევენ, არ პატიჟებენ ისეთ ფორმალურ მიღებაზეც კი, სადაც ასობით ქვეყნის დელეგაციაა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებისაც, რომლებიც დიდი დემოკრატიულობით ვერ გამოირჩევიან