შალვა პაპუაშვილი ,,ბათუმელების”რედაქტორს – ტყუილი გაავრცელა ამ მედიასაშუალებამ და მოუწია ბოდიშის მოხდა, თუმცა, კვლავ იგივე ტყუილს იმეორებს

შალვა პაპუაშვილი ,,ბათუმელების”რედაქტორს – ტყუილი გაავრცელა ამ მედიასაშუალებამ და მოუწია ბოდიშის მოხდა, თუმცა, კვლავ იგივე ტყუილს იმეორებს
,,თქვენ ერთხელ უკვე მოიხადეთ ბოდიში არასწორად გავრცელებული ინფორმაციის გამო და ახლა თქვენი პოლიტიკური პოზიცია გასაგებია, არ ხართ აქციაზე,” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბათუმში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე, რითაც გამოეხმაურა ,,ბათუმელების” რედაქტორის პოზიციას.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ამ მედიასაშუალებას მოუწია ბოდიშის მოხდა, როდესაც გაავრცელა არასწორი ინფორმაცია მის ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებით და ახლა მისი პოზიცია გაუგებარია.
მისივე თქმით, სამწუხაროა, როდესაც ჟურნალისტებს აქვთ პოლიტიკური პოზიცია. ,,თქვენ ერთხელ უკვე მოიხადეთ ბოდიში არასწორად გავრცელებული ინფორმაციის გამო და ახლა თქვენი პოლიტიკური პოზიცია გასაგებია, არ ხართ აქციაზე
“სამწუხაროდ, თქვენ გაქვთ პოლიტიკური პოზიცია და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ. ესაა პრობლემა, რომ ნაცვლად ჟურნალისტიკისა, გაქვთ პოლიტიკური პოზიცია. თუმცა, ეს არის სხვა განზომილების პრობლემა, როდესაც ჟურნალისტიკა იქცა პოლიტიკად, რაც უპირველესად საკუთარი პროფესიის უპატივცემულობაა ჩემი აზრით.
ცოტა ხნით ადრე ერთი ტყუილი გაავრცელა ამ მედიასაშუალებამ და მოუწია ბოდიშის მოხდა, ქალბატონი ალბათ ამის გამოა ნაწყენი და კვლავ იგივე ტყუილს იმეორებს. ამაზე რა კომენტარი გავაკეთო არ ვიცი, თავადვე აღიარეს, რომ იყო ტყუილი მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა გელაშვილი: ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ მოსახლეობის ჩართულობით საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ. მშვიდობა საქართველოს და მეტი განვითარება ბორჯომს!

რუსთაველზე მოვდიოდი სამსახურიდან, ვხედავ 50-60 აქციის მონაწილე ჯოგად მოდის, ერთ-ერთმა დაიყვირა – ნახეთ, წინ რუსი მიდის, ეს ბრბო დაესია ტურისტს და რომ არა პოლიციის დროული რეაგირება, ალბათ ადგილზე მოკლავდნენ, მივედი ამ ბიჭთან და ჰოი საოცრებავ – ამერიკის მოქალაქე ლუკ გარეტი