“ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში რომ ვყოფილიყავით, საქართველოსთან წარმატებით თამაში მარტივად შეგვეძლო” – ვეტერანი რუსი ფეხბურთელი

ვეტერანმა რუსმა ფეხბურთელმა ბორის რაპოპორტმა თავისი ქვეყნის ნაკრების ამხანაგური მატჩი შეაფასა, სადაც რუსეთმა კუბა 8:0 დაამარცხა.
მან სინანული გამოთქვა, რომ რუსებს საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლა აკრძალული აქვთ და საქართველოს ნაკრები დადებითად არ მოიხსენია.
“რა თქმა უნდა, ვწუხვარ, რომ ოფიციალურ მატჩებში გამოსვლა არ შეგვიძლია. მიმაჩნია, რომ ამჟამინდელ ევროშესარჩევში ისეთ გუნდებთან, როგორებიცაა სლოვენია და საქართველო, მარტივად შეგვიძლია წარმატებით ვითამაშოთ”, – აქვეყნებს რაპოპორტის სიტყვებს sports.ru
თქვენი არაადამიანური პოლიტიკის გამო ასე დაუნდობელი ჯიშის რომ ხაართ,ხალხის ხოცვაზე გადასულები,მარტო სპორტი კიარა ჰაერის სუნთქვაც უნდა აგიკრძალონ რომ ერთხელ სამუდამოდ დაისვენოს მსოფლიომ თქვენგან…