,,ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე შეთანხმება მიღწეულია”-

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თქმით, ში მდებარე სახელმწიფო აგარაკის სთვის გადაცემასთან დაკავშირებით “შეთანხმება მიღწეულია”.
“არსებობს პარლამენტის გადაწყვეტილება, არსებობს საკანონმდებლო შეთანხმება, რომელიც რატიფიცირებულია პარლამენტის მიერ. არაფრის გადახედვას არ ვაპირებთ, საჭიროდ არ მიგვაჩნია”. – აღნიშნა მარიონეტმა.
ე.წ. პრეზიდენტის აზრით, სახელმწიფო აგარაკის თემას იმისთვის იყენებენ, რომ “მოახლოებული [საპრეზიდენტო] ს წინ სიტუაცია დაიძაბოს”.
“[სახელმწიფო აგარაკის შესახებ] გადაწყვეტილება მიღებულია – სამართლიანი გადაწყვეტილება, სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც რუსული მხარე 13 წელი ელოდა. გადაწყვეტილება, რომელზეც ს ყველა ლიდერი თანხმდებოდა”. – დაამატა პუტინის მარიონეტმა.
გარდა ამისა, ბჟანიამ ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ “აფხაზეთის ხელისუფლებამ დეტალურად უნდა შეისწავლოს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა”, განსაკუთრებით მათი, რომლებიც “რუსეთისა და აფხაზეთის მიმართ არამეგობრულად არიან განწყობილნი”.