საქართველოსა და მისი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წლიური ინფლაციის მაჩვენებლები მცირდება

საქართველოსა და მისი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წლიური ინფლაციის მაჩვენებლები მცირდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშების თანახმად, საქართველოში ინფლაცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით 92%-ით შემცირდა. 2022 წლის ოქტომბერში ეს მონაცემი 10.6%–ს შეადგენდა, ხოლო მიმდინარე წლის ოქტომბერში იგი 0,8%-მდე ჩამოვიდა.
საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორ აზერბაიჯანშიც, ინფლაციის მაჩვენებელი 2023 წელს კლების ტენდენციით ხასიათდება. 2022 წლის ოქტომბერში ის 15.6%, ხოლო 2023 წლის ოქტომბერში 3.9% იყო.
სომხეთში ინფლაციის მაჩვენებლის კლებასთან ერთად, ზაფხულში დეფლაცია ფიქსირდება. სომხეთში წლიური ინფლაცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში 99%-ით შემცირდა.
თურქეთში 2022 წლის ოქტომბერში მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი დაფიქსირდა (85.5%) ბოლო ერთი წლის განმავლობაში თურქეთისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – 38.2%, ივნისში დაფიქსირდა. ამჟამად თურქეთის წლიური ინფლაცია 61.4%-ია.
რუსეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სა და ევროზონაში ინფლაციის მაჩვენებელი სტაბილურად იკლებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში წლიური ინფლაციის დონე რუსეთში 47%–ით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 58%–ით, უკრაინაში 80%–ით, ხოლო ევროზონაში 73%-ით შემცირდა.