“ყველა ქართველი ევროკავშირიდან იქნება დეპორტირებული” – გვარამია რეზოლუციაზე და რუსულ კანონზე

“ახალის” თანათავმჯდომარე :
რაც გვითხრეს ამ რეზოლუციით არის ის, რომ საქართველოს მოჭრილი აქვს გზა ევროპისკენ იმ შემთხვევაში, თუი ეს კანონი იქნება მიღებული და ვიდრე ეს კანონი იმოქმედებს. არ გაიხსნება მოლაპარაკებების ეტაპი საერთოდ. უფრო მეტიც, მესამე ალბათ, ყველაზე მწვავე, საქართველოს ისტორიაში პირველად შესაძლოა გადაიხედოს უვიზო მიმოსვლის საკითხი, რაც შესაძლოა დამთავრდეს იმის, რომ თითოეული ქართველი დაკარგავს შესაძლებლობა უვიზოდ გაემგზავროს ევროკავშირის, შენგენის ქვეყნებში და კიდევ უფრო უარესი, ყველა ქართველი, ვინც იმყოფება ამჟამად ევროკავშირის ტერიტორიაზე, იქნება დეპორტირებული, როგორც კი სავიზო რეჟიმი შეიცვლება, ეს არის სრული კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის მისი იზოლაცია და ერთადერთი მიმართულება, სადაც ჩვენ შეუფერხებლად შევძლებთ ვიმოგზაუროთ არის , მაგრამ ეს მიმართულება არ სჭირდება საქართველოს არცერთ მოქალაქეს, გარდა ქართული ოცნებისა და მათი მომხრეების.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცელის აპარატის თანამშრომელთა ნაწილი – სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის საქმიანობას და მისდამი ნდობას

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მთავრობისთვის პრიორიტეტული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება და ახალი ფორმატების ათვისება