“პოლიციელებს ცრუ ჩვენებების მიცემას, ფიცის დარღვევას აიძულებენ” – ნიკა ჩერქეზიშვილი

მეგობრებო, იცით რა დონეზეა დღევანდელი სასამართლო?
ცრუ მოწმეები ჩვენებებსაც აღარ ათანხმებენ ერთმანეთში, რასაც უნდათ, იმას ლაპარაკობენ. მერე რა, რომ ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულს და ურთიერთგამომრიცხავს, ზუსტად იციან, მაინც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები გამტყუნდებიან სასამართლოს მიერ. ჯერ ხომ ის არის კატასტროფა, მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელები რომ მოჰყავთ მოწმეებად და ორმაგად კატასტროფაა ის ფაქტი, რომ მათ ტყუილის თქმას, ცრუ ჩვენებების მიცემას, ფიცის დარღვევას აიძულებენ. დღეს ირაკლი კუპრაძის სასამართლო პროცესს ვესწრებოდი და სამი მოწმიდან სამივემ რელიგიური ფიცი აირჩია, “ვფიცავ, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველიო” თქვეს და აბსოლუტურად ყველაფერი მოიტყუეს შემდეგ, ურცხვად, უსინდისოდ. აი, ამ ფარისევლების, ასეთი სისტემის ხელში ვართ, როცა უნდათ და ვისაც უნდათ, რომ გასრესენ და ეს ობიექტური მოცემულობა, ეს საშინელი მდგომარეობა, მთელი თავისი სიმძიმით უნდა გავიაზროთ! მტერს არ ვუსურვებ ამათ ხელში ჩავარდნას, არანაირი სამართალი ამ ქვეყანაში არ არსებობს!
ირაკლის ესენი ვერ გატეხენ, მაგრამ ბევრს კი სამუდამოდ დაუნგრევენ და მოუსპობენ ცხოვრებას, თუ არ ჩავერიეთ!

ასევე დაგაინტერესებთ