ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, სადაც მედიის წარმომადგენლებს ხვდება, ჟურნალისტების ნაწილი ტრანსფარანტებით მივიდა

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთ საქართველოში მომუშავე მედიის წარმომადგენლებს ხვდება, ჟურნალისტების ნაწილი ტრანსფარანტებით მივიდა.
უფრო კონკრეტულად, მედიის წარმომადგენლებმა მიიტანეს პლაკატები წარწერით: “არა რუსულ კანონს” , რითაც მათ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი პროტესტი დააფიქსირეს.
მათ შალვა პაპუაშვილს შეკითხვებითაც მიმართეს, მოგვიანებით კი, პროტესტის ნიშნად პრესკონფერენციის დარბაზი დატოვეს.
თავის მხრივ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ჟურნალისტთა ნაწილს წარმოდგენილი კანონპროექტი წაკითხული არ აქვს. აღნიშნულ განცხადებას მედიის წარმომადგენლების მხრიდან უკმაყოფილება და საპროტესტო რეპლიკები მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით