„ნასვამი მირეკავდა..არაადეკვატური იყო“ – რა ხდება ცნობილი ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის მიერ მოკლული ქალის საქმეზე

ასტანაში, სკანდალური სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა ცოლი სასტიკად მოკლა.

გარდაცვლილის მეგობარმა აიდა ახმედინამადაადასტურა, რომ იცოდა ბიშიმბაევი ცოლს სისტემატურად სცემდა. სალტანატ ნუკენოვას მეგობარი ჰყვება , რომ ქალს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ღამღამობით ძილის საშუალებას არ აძლევდა, 24/7-ზე აიძულებდა, მასთან ყოფილიყო და სრულიად უმიზეზოდ შეურაცხყოფას აყენებდა.

სასამართლოზე წარმოდგენილი იყო მოწმის მიმოწერა დაღუპულ ქალთან სოციალურ ქსელში, სადაც მოკლული სალტანატი მეგობარს წერს, რომ ქმრის ეშინია, რომ ბიშიმბაევს ის მანიაკალურად უყვარს, ამასთან, წერს, რომ ქმარმა აიძულა კომპრომატად ინტიმური შინაარსის ვიდეო ჩაეწერა, რათა თუ ქალი მისგან წასვლას გადაწყვეტდა, ამით დაეშანტაჟებინა.

წინა სასამართლო სხდომებზე უკვე დაიკითხა სასამართლო ექსპერტი, რომლის დასკვნაც შოკის მომგვრელია.

დღეს სასამართლო გრძელდება, რომელსაც საზოგადოება პირდაპირ ეთერში უყურებს.

აი რა გახდა ცნობილი:

სასამართლოზე დაკითხეს ნათელმხილველი, რომელსაც ბრალდებულმა მკვლელობის ღამეს არაერთხელ დაურეკა. ნათელმხილველი ამტკიცებს, რომ მან ბრალდებულს არაერთხელ უთხრა, რომ სასწრაფოში დაერეკა.

როგორც ირკვევა, ქალს ბიშიმბაევთან შეხვედრა სწორედ იმ საზარელ ღამეს, რამდენიმე საათით ადრე ჰქონდა. ნათელმხილველი სასტუმროში, 4-ის ნახევარზე მივიდა და 5 საათზე წავიდა. ამ დროს სალტანატი უკვე გარდაცვლილი იყო.

ნათელმხილველის აღიარება: „მთვრალი მირეკავდა და მელაპარაკებოდა ცოცხალია თუ არაო. მე ვუთხარი, რომ სასწრაფო გამოეძახა. ის ნასვამი იყო და ხმაზეც ეტყობოდა, რომ ბოდავდა. ბევრჯერ გავუმეორე, რომ სასწრაფო გამოეძახა“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში