აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ – ისინი სკანდირებენ: “საქართველო!”, “არა რუსულ კანონს!”

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან.
მომიტინგეები მოსახლეობას მოუწოდებენ, გამოვიდნენ და აქციას შეუერთდნენ. ისინი სკანდირებენ – “საქართველო!”, “არა რუსულ კანონს!”
მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.